ბიბლიოთეკით სარგებლობის წესი

ბიბლიოთეკით სარგებლობის წესი

 

1. ბიბლიოთეკაში გაწევრიანება: ბიბლიოთეკის რესურსებით სარგებლობისათვის აუცილებელია ბიბლიოთეკაში გაწევრიანება. ბიბლიოთეკაში გაწევრიანებისათვის საჭიროა:

პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;  საკონტაქტო ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის მისამართი შეივსოს მკითხველის ბარათი. ამის შემდეგ დაინტერესებულ პირს შეუძლია ისარგებლოს ბიბლიოთეკის ნებისმიერი სერვისით.

2. მკითხველს უფლება აქვს:

ა) მიიღოს სრული ინფორმაცია ფონდში დაცული საბიბლითეკო დოკუმენტების შესახებ, მისთვის საინტერესო მასალა მოძებნოს ბიბლიოთეკის ბარათულ ან ელექტრონულ კატალოგში;

ბ) სათანადო ინფორმაციისა და სხვა მასალების მოძიების მიზნით ისარგებლონ ბიბილიოთეკაში არსებული საბიბლიოთეკო ფონდითა და კომპიუტერული ბაზით.

3. მკითხველი ვალდებულია:

ა) წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ბიბლიოთეკაში შემოსვლისას;

ბ) დაიცვას სიჩუმე, წესრიგი, საზოგადოებრივი ქცევისა და ჰიგიენური ნორმები;

გ) გაუფრთხილდეს ბიბლიოთეკის ქონებას;

დ) დაათვალიეროს ლიტერატურა, მიღებისას   დეფექტის აღმოჩენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ აცნობოს ბიბლიოთეკარს. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაზიანებულ წიგნზე ან მასალაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მკითხველს, რომელმაც ბოლოს ისარგებლა წიგნით ან მასალით;

ე) მკითხველი ვალდებულია სასწავლო რესურსის გატანა  10  სამუშაო ვადაში  დაუბრუნოს ბიბლიოთეკაში.

ვ) მკითხველი ვალდებულია შეატყობინოს ბიბლიოთეკას წიგნის დაგვიანების შემთხვევაში მიზეზი

ზ) კოლეჯის  პროფესიული სტუდენტები,  პროფესიული განათლები მასწავლებლები   და  კოლეჯის  პერსონალი  ვალდებული  არიან  გაეცნონბიბლიოთეკით სარგებლობის წესებს, მის დებულებას და დაემორჩილონ ბიბლიოთეკის მოთხოვნებს.

4.  არ შეიძლება:

ა) წიგნის გატანა სამკითხველო დარბაზიდან ბიბლიოთეკარის ნებართვის გარეშე;

ბ) წიგნის ან სასწავლო მასალის გამოყენების შემდეგ დაუშვებელია მისი თვითნებურად თაროზე დადება (ის უნდა დაუბრუნდეს ბიბლიოთეკარს, ხოლო გადანახვის სურვილის შემთხვევაში მკითხველმა შესაბამისი თხოვნით უნდა მიმართოს ბიბლიოთეკარს);

გ) ბარათების ამოღება კატალოგებიდან;

დ) ბიბლიოთეკაში თამბაქოს მოწევა ან საკვების შეტანა, სამკითხველო დარბაზში სიჩუმის დარღვევისას (ხმამაღალი საუბარი, და ა. შ.)

ე) წიგნის ან სასწავლო მასალების ქურდობა, დაზიანება, მინაწერის გაკეთება, ფურცლის ჩაკეცვა, დაფხაჭნა, ამოგლეჯა და სხვა სახის დაზიანება.

5. იმ პირთა მიერ საბიბლიოთეკო რესურსებით სარგებლობა, რომელთაც შეუჩერდათ ან/და შეუწყდათსტუდენტის სტატუსი, წყდება საერთო წესით;

 

 შპს საზოგადოებრივი კოლეჯი ამაგის ბიბლიოთეკის დებულება