შპს საზოგადოებრივი კოლეჯი ამაგი 22 წელია პროფესიულ საგანმანათლებლო საქმიანოვბას ეწევა . თავდაპირველად კოლეჯი საზოგადოებამ "სუხიშვილის უნივერსიტეტის" ბაზაზე არსებული პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსით გაიცნო.
პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსით შპს საზოგადოებრივი კოლეჯი ამაგი დაფუძნდა 2011 წელს და 2012 წელს გაიარა ავტორიზაცია. 2018 წელის 29 იანვარს კოლეჯმა წარმატებით გაიარა რეავტორიზაცია საზოგადოებრი კოლეჯის სტატუსით და 6 წლის ვადით მოიპოვა თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნადი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლება.
შპს საზოგადოებრივი კოლეჯი ამაგი ახორციელებს ჯანდაცვისა და ვეტერინარიის მიმართულებით პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს. კოლეჯი უზრუნველყოფილია ყველა საჭირო მატერიალურ-ტექნიკური ბაზით თითოეული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისათვის, აღჭურვილია სასწავლო ინვენტარით, კაბინეტ-ლაბორატორიებით, სასწავლო სახელმძღვანელოებით, თვალსაჩინოებით და ქმნის საუკეთესო გარემო- პირობებს პროფესიული სტუდენტებისათვის.
კოლეჯმა მოიზიდა მაღალკვალიფიციური პროფესიული განათლების მასწავლებლები, რაც უზრუნველყოფს კურსდამთავრებულთა დასაქმებას შრომით ბაზარზე.
კოლეჯი ორიენტირებულია საბაზრო მოთხოვნების შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები შესთავაზოს დაიტერესებულ პირებს. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები პირს მისცემს შესაძლებლობას გამოუმუშაოს თეორიული და პრაქტიკული უნარ-ჩვევები .ასევე, წამყვან ორგანიზაციებთან თანამშრომლობა დარგის მიმართულებით ხელს უწყობს პრაქტიკული მეცადინეობა განხორციელდეს რეალურ სამუშაო გარემოში.
შპს საზოგადოებრივი კოლეჯი ამაგი პროფესიული კოლეჯების ასოციაციის წევრია . აქტიურად მონაწილეობს პროფესიული განათლების რეფორმის ფარგლებში მოდულური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვასა და სრულყოფაში.
შპს საზოგადოებრივი კოლეჯი ამაგი არის შიდა ქართლის რეგიონში მოქმედი ერთადერთი კერძო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება და უზრუნველყოფს კვალიფიციური კადრების მომზადებას.