მისია:
შპს საზოგადოებრივი კოლეჯი ამაგის მისიაა მოამზადოს ჯანდაცვის და ვეტერინარიის სფეროში კვალიფიციური და მაღალი ზნეობრივი თვისებების მქონე სპეციალისტები, რომლებიც კონკურენტუნარიანნი იქნებიან როგორც შიდა ქართლის რეგიონის, ასევე საქართველოს და საერთაშორისო შრომის ბაზარზე. ამისათვის კოლეჯი მიაწოდებს თავის პროფესიულ სტუდენტებს საქართველოს პროფესიული განათლების მიზნებისა და პროფესიული სტანდარტების შესაბამის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს, უზრუნველყოფს უწყვეტი განათლების სისტემას, პროფესიული სტუდენტებისთვის სათანადო სასწავლო გარემოს შექმნას და მისცემს მათ საკუთარი ცოდნისა და უნარების სრულად რეალიზების საშუალებას.
ხედვა:
2027 წლისათვის შპს საზოგადოებრივი კოლეჯი ამაგი უზრუნველყოფს პროფესიული განათლების მიმართულებით მაღალკვალიფიციურ და შრომის ბაზარზე მოთხოვნადი კადრების მომზადებას. საქმიანობის ძირითადი მიმართულებები იქნება:
- ჯანდაცვისა და ვეტერინარიის სფეროში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შეთავაზება;
- სამუშაოს მაძიებლებისა და დასაქმებულთათვის მაღალი ხარისხის მომზადების, გადამზადების, სტაჟირების სასერთიფიკატო პროგრამების შეთავაზება.
ღირებულებები:
- გუნდურობა - გუნდურ მუშაობაზე ორიენტირებული ჯგუფი;
- მოქნილობა - გამოწვევების ეფექტური მართვა;
- ხარისხზე ორიენტირება - ადგილობრივ და საერთაშორისო შრომის ბაზარზე მოთხოვნილი ხარისხი;
- თანამშრომლობა - ღიაა თანამშრომლობა დამსაქმებლებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან;
- გამჭვირვალობა - ღია და საჯარო მიდგომები კოლეჯში მიმდინარე ყველა პროცესში;
- სამართლიანობა - კოლეჯში მიღებული გადაწყვეტილებები, ყველა დაინტერესებული მხარის უფლებებისა და მოსაზრებების გათვალისწინებით, ეყრდნობა სამართლიან არგუმენტებს და გადაწყვეტილების მიღების ობიექტურ კრიტერიუმებს;
- სოციალური პასუხიმგებლობა - კოლეჯი ითვალისწინებს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის საჭიროებებს, პროფესიული სტუდენტებისა და თანამშრომლების აქტიური ჩართულობით, წვლილი შეაქვს ქვეყნის განვითარებაში, სოციალური, ეკონომიკური და ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებაში.