საქართველოს კარიტასმა კოლეჯი დააჯილდოვა
2024-11-25

22-23 ნოემბერს, საქართველოს კარიტასის ორგანიზებით, გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომლის მიზანი იყო საექთნო განათლების პროგრამის გადახედვა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს კერძო კოლეჯების, ექთნების ასოციაციის, ჰოსპიტალური სექტორის წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები. მთავარი განსახილველი საკითხი არსებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის, საექთნო განათლების ჩარჩო დოკუმენტის გადახედვა და არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება იყო.

შეხვედრას ესწრებოდნენ შპს საზოგადოებრივი კოლეჯი ამაგის ხარისხის მენეჯერი ნინო დვალი და საექთნო განათლების პროფესიული პროგრამის ხელმძღვანელი თინათინ განჯელაშვილი. საქართველოს კარიტასის მიერ შპს საზოგადოებრივი კოლეჯი ამაგი დაჯილდოვდა 10 წლიანი უწყვეტი თანამშრომლობისთვის და საექთნო განათლების მიმართულებით შეტანილი წვლილისათვის.

კოლეჯი ამაგი მადლობას უხდის საქართველოს კარიტასს დაფასებისათვის.