2024 წლის 22-23 ოქტომბერს ილია წინამძღვირშვილის სახელობის კოლეჯში ჩატარდა პროფესიული განათლების საერთაშორისო კვირეული, რომელშიც მონაწილეობას იღებდა საზოგადოებრივი კოლეჯი ამაგი.
კვირეულის ფარგლებში გაიმართა პრეზენტაციები, ვორქშოპები და პანელური დისკუსიები. მოეწყო საგამოფენო სივრცე, სადაც მხარეებმა ერთმანეთს გავუზიარეთ საუკეთესო პრაქტიკა და განვიხილეთ სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები. ამ პროცესმა ხელი შეუწყო ქართულ და საერთაშორისო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის ერთობლივი პროექტების დაგეგმვას და პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაციას.