25 სექტემბერს შპს საზოგადოებრივი კოლეჯი ამაგში ფარმაცევტთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ღონისძიება გაიმართა. ფარმაცია ( სააფთიაქო) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელმა ქალბატონმა თამარ ელიკაშვილმა მიმოიხილა ფარმაციისა და ფარმაცევტის საქმიანობა. კოლეჯის დირექტორმა ქალბატონმა სოფო სუხიშვილმა, გენერალურმა დირექტორმა ქალბატონმა რუსუდან სუხიშვილმა და პროფესიული განათლების მასწავლებლებმა მომავალ ფარმაცევტებს მიულოცეს პროფესიული დღე.
პროფესიულმა სტუდენტებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები ქართულ და ინგლისურ ენაზე, სტუდენტური ცხოვრების ამსახველი, თეორიული და პრაქტიკული სწავლების, ასევე სხვადასხვა ჩატარებული კულტურულ შემეცნებითი ღონისძიებების შესახებ ვიდეო კოლაჟი.
ღონისძიების ბოლოს საზეიმოდ გაიჭრა ტორტი.