2024 წლის სექტემბერში საზოგადოებრივი კოლეჯი ამაგი-ს წარმომადგენლები საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდნენ გერმანიაში. ვიზიტის მიზანი იყო კოლეჯის საექთნო საქმის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტების დასაქმების ხელშეწყობა გერმანიის კლინიკებში.
ვიზიტის ფარგლებში კლინიკებისა და სარეაბილიტაციო ცენტრების წარმომადგენლებთან სხვადასხვა შეხვედრები გაიმართა. ისინი კოლეჯი ამაგი-ს საგანმანათლებლო სისტემას გაეცნენ, განსაკუთრებული აქცენტით საექთნო საქმის პროგრამაზე. აღსანიშნავია, რომ კოლეჯის კურსდამთავრებულები იღებენ საერთაშორისოდ აღიარებულ დიპლომს, რაც მათ საშუალებას აძლევს დასაქმდნენ უცხოეთში.
კოლეჯი ამაგის პარტნიორი კომპანია Signite-experts -ის შუამავლობით, მოხდა ბრანდენბურგის კლინიკასთან შეთანხმება, რაც მოიცავს სამომავლოდ საექთნო საქმის პროფესიული სტუდენტების დასაქმებას მათ კლინიკებში.