თანამშრომლობითი ვიზიტი მოლდოვაში
2024-08-09

შპს საზოგადოებრივი კოლეჯი ამაგის დამფუძნებელი ეკატერინე სუხიშვილი საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა მოლდოვას რესპუბლიკაში, ქალაქ კიშინოვში. თანამშრომლობის ფარგლებში კოლეჯის დამფუძნებელი გაეცნო ცენტრალური სამედიცინო და ფარმაცევტული კოლეჯის მუშაობას.

კოლეჯების წარმომადგენლებმა ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილებები. დაიგეგმა სამომავლო ერთობლივი ღონისძიებები. გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობითი მემორანდუმი.