შპს საზოგადოებრივი კოლეჯი ამაგი აცხადებს ვაკანსიას ინკლუზიური პროფესიული განათლების სპეციალისტის ვაკანტურ პოზიციაზე - 1 ვაკანტური ადგილი.
კანდიდატის საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მინიმუმ ბაკალავრის ხარისხი;
კანონმდებლობის ცოდნა:
- მასწავლებელთა პროფესიუილი განვითარების ცენტრის მიერ გაცემული სერტიფიკატი სპეციალური მასწავლებლის პროფესიული განვითარების კურსის გავლის შესახებ;
- ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენის გამოცდილება;
- სპეციალური საგანმანათლებლო და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ფუნცქიური და აკადემიური უნარების შეფასების გამოცდილება;
- სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების პირთა მხარდაჭერის გამოცდილება.
სხვა მოთხოვნები:
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (სამომხმარებლო დონეზე);
- გუნდური მუშაობის უნარი;
- გადაწყვეტილების მიღების უნარი;
- სასურველია ინგლისური ენის ცოდნა A2 დონეზე.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- CV;
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის შესაბამისი სერტიფიკატი.
საბუთების მიღება იწარმოებს 2024 წლის 15 ივლისიდან 24 ივლისის ჩათვლით ყოველდღე, 10:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე როგორც კოლეჯში (მის: ცხინვალის გზN9), ასევე ელექტრონულად შპს საზოგადოებრივი კოლეჯი ამაგის ელექტრონულ ფოსტაზე info@amagi.edu.ge