ვაკანსია კოლეჯში
2024-07-12

შპს საზოგადოებრივი კოლეჯი ამაგი აცხადებს ვაკანსიას სასწავლო პროცესის სპეციალისტის ვაკანტურ პოზიციაზე - 1 ვაკანტური ადგილი.

                 კანდიდატის საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • მინიმუმ ბაკალავრის  ხარისხი;

 

             კანონმდებლობის ცოდნა: 

  • საქართველოს კონსტიტუცია;
  • „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტები;

              სხვა მოთხოვნები:

  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (სამომხმარებლო დონეზე);
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • სასურველია ინგლისური ენის ცოდნა A2 დონეზე.

                წარმოსადგენი  დოკუმენტაცია: 

  • CV;
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

 

საბუთების მიღება იწარმოებს  2024  წლის 15 ივლისიდან  30 აგვისტოს ჩათვლით ყოველდღე, 10:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე როგორც  კოლეჯში (მის: ცხინვალის გზN9), ასევე ელექტრონულად შპს საზოგადოებრივი კოლეჯი ამაგის ელექტრონულ ფოსტაზე info@amagi.edu.ge