ტრენინგი ვეტერინარიის პროფესიული სტუდენტებისათვის
2024-07-03

2 ივლისს შპს საზოგადოაებრივი კოლეჯი ამაგის ვეტერინარიის პროფესიული სტუდენტებისთვის ჩატარდა თეორიული და პრაქტიკული ტრენინგი FAO-ს მიერ. შეხვედრა ეხებოდა მეფუტკრეობასა და აკვაკულტურას.  თეორიული ტრენინგი მეფუტრეობაზე შეეხებოდა: მეფუტკრეობის მნიშვნელობას, საქართველოში არსებულ სიტუაციას, ვაროოზს და თაფლის უვნებელ წარმოებას.  სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ შეემოწმებინათ თაფლში ტენისა და შაქრის შემცველობა რეფრაქტომეტრის საშუალებით. აკვაკულტურის ტრენინგი მოიცავდა ზოგად ცნობებს სექტორზე, ამჟამინდელ სიტუაციას და გამოწვევებს საქართველოში, ბიოუსაფრთხოების წესებს, ინფექციურ დაავადებებსა და სურსათის უნვნელობას აკვაკულტურის პროდუქტებში. ტრენინგის პრაქტიკული ნაწილი ჩატარდა ერთ-ერთ თევზსაშენ მეურნეობაში, სადაც სტუდენტებმა დაათვალიერეს თევზის წარმოების პროცესი და სპეციალური ხელსაწყოთი გაზომეს წყლის ხარისხის პარამეტრები. შეხვედრას ჯამში ესწრებოდა 14 პროფესიული  სტუდენტი.