პირის ღრუს ჰიგიენის მნიშვნელობა
2024-06-03

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის - დენტალური საქმის ასისტირება (სტომატოლოგის ასისტენტი) პროფესიული განათლებლის მასწავლებლები  პროფესიული სტუდენტებთან ერთად ესტუმრნენ მეცნიერებათა სკოლას. დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისათვის ჩატარდა შემეცნებითი ლექცია “პირის ღრუს ჰიგიენა “. ლექციის ფარგლებში მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია პირის ღრუს მნიშვნელობასა და პირის ღრუს მოვლის თავისებურებებზე. ლექცია დატვირთული იყო სახალისო აქტივობებით. აღნიშნული ღონისძიება ემსახურებოდა სკოლის ასაკის ბავშვების ინფორმირებულობის გაზრდას პირის ღრუს ჰიგიენის საკითხებთან დაკავშირებით. ლექციამ მოწონება დაიმსახურა და ვფიქრობთ რომ არ ექნება ერთჯერადი სახე.