29-30 მაისს პროფესიული განათლების ხარისხის განვითარების მხარდაჭერის ქვეპროგრამის ფარგლებში სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ იქნა თანამშრომლობითი ვიზიტი კოლეჯებს შორის.
თანამშრომლობითი ვიზიტის ფარგლებში კოლეჯებს საქართველოს ბიზნესის აკადემიამ - SBA უმასპინძლა. ვიზიტის ძირითადი მიზანი იყო საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება. აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში განიხილებოდა შიდა ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის მართვა. შპს საზოგადოებრივი კოლეჯი ამაგიდან მასპინძელ კოლეჯში ვიზიტით იმყოფებოდნენ კოლეჯის დირექტორი სოფიო სუხიშვილი და ხარისხის მენეჯერი ნინო დვალი .