კოლეჯში ექთნის საერთაშორისო დღე აღინიშნა
2024-05-14

ექთნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით შპს საზოგადოებრივი კოლეჯი ამაგში გაიმართა ღონისძიება. პროფესიულმა სტუდენტებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები თანამედროვე მედიცინის აქტუალურ თემებზე, ამ ყველაფერში ექთნის როლზე და გამოფინეს საკუთარი ხელით შექმნილი ნამუშევრები.

ექთნის  დღე მიულოცეს პროფესიულ განათლების მასწავლებლებს და პრაქტიკის ინსტრუქტორებს.