2 აპრილს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული შეხვედრა გაიმართა, რომლის ძირითადი თემა იყო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების თვითშეფასების პროცესისთვის მტკიცებულებათა იდენტიფიცირება და შეგროვება.
სამუშაო ჯგუფების მიერ წარმოდგენილი პრეზენტაციების შინაარსის საფუძველზე შეიქმნება სარეკომენდაციო ხასიათის დოკუმენტი მტკიცებულებებთან დაკავშირებით.
მეხუთე სტანდარტის სამუშაო ჯგუფის პრეზენტატორი გახლდათ შპს საზოგადოებრივი კოლეჯი ამაგის ხარისხის მენეჯერი - ნინო დვალი.