კოლეჯში სტომატოლოგთა საერთაშორისო დღე აღინიშნა
2024-02-12

12 თებერვალს შპს საზოგადოებრვი კოლეჯი   ამაგში გაიმართა სტომატოლოგთა დღესთან დაკავშირებით შეხვედრა.

პროფესიული საგანმანაათლებლო პროგრამის დენტალური საქმის ასისტირების (სტომატოლოგის ასისტენტის) პროგრამის  ახლადდანიშნულმა ხელმძღვანელმა მედეა მანველიშვილმა ისაუბრა სტომატოგიური მომსახურების მნიშვნელობაზე, სტომატოლოგის ასისტენტის დანიშნულებაზე კლინიკაში და სტომატოლოგიის ისტორიაზე.