დასრულდა პროექტი ციფრული ბანაკი, რომელიც განხორციელდა ააიპ პროფესიული უნარების სააგენტოს პროგრამების კვლევის, სტუდენტური სერვისებისა და ინკლუზიური განვითარების ხელშეწყობის ქვეპროგრამის ექსტრაკურიკულური აქტივობების განვითარების ხელშეწყობის კომპონენტის ფარგლებში. პროექტის მიზნად ისახავდა პროფესიული სასწავლებლის სტუდენტების ხელშეწყობას, განივითარონ საინფორმაციო საკომუნიკაციო ტექნოლოგიური უნარები და ეფექტურად გამოიყენონ ის კარიერის დაგეგმვაში. პროექტის პირველი ეტაპი ციფრული ბანაკი განხორციელდა 15 და 18 დეკემბერს, რომლის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ ციფრული პროდუქტებს, მათი ტრანსფორმაციისა და დიზაინის ძირითად თეორიულ და პრატიკულ პრინციპებს. ასევე, მუშაობის პროცესში გამოიკვეთა სტარტაპ იდეები, რომელთა ტექნოლოგიურ დახვეწა განვითარებასაც მიეძღვნა ზემოთაღნიშნული ბანაკი.
პროექტის მეორე ეტაპზე ციფრული ბანაკი პროფესიულმა სტუდენტებმა წარმოადგინეს მათ მიერ მომზადებული პროექტები. პროექტი დაფინანსებულია ააიპ პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ, პროგრამა ექსტრაკურიკულური აქტივობების განვითარების ხელშეწყობის კომპონენტის ფარგლებში.
კოლეჯი ამაგი მადლობას უხდის პროექტის ფარგლებში ყველა მონაწილეს.