შპს საზოგადოებრივი კოლეჯი ამაგი წარდგენილი იყო პროფესიული განათლების ეროვნულ ჯილდოზე 2023 წელი - ორ ნომინაციაში: წლის პროფესიული განათლების მასწავლებელი; წლის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა
შეხვედრას ესწრებოდნენ შპს საზოგადოებრივი კოლეჯი ამაგის დამფუძნებელი ეკატერინე სუხიშვილი და პროფესიული განათლების მასწავლებელი ზაქარია გინტური.
2023 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის წოდება დაიმსახურა კოლეჯ „ბლექსის“ საინფორმაციო ტექნოლოგიების პედაგოგმა ვლადა ხიმენკომ. 2023 წლის პროფესიული განათლების პროგრამად დასახელდა სამკერვალო წარმოება ,,კოლეჯი მერმისი,,
კოლეჯი ამაგი ულოცავთ გამარჯვებულებს და უსურვებს წარმატებას. პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს ყოველწლიური კონკურსი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, ათასწლეულის ფონდის ორგანიზებით 2017 წლიდან იმართება. მისი მიზანია პროფესიული განათლების, როგორც ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერების მნიშვნელოვანი კომპონენტის, განვითარება და პოპულარიზაცია. კონკურსის გენერალური სპონსორია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი.