კორპორატიული საღამო კოლეჯში
2023-12-25

22 დეკემბერს ქ. გორში, რესტორან მზიურში  შპს საზოგადოებრივი კოლეჯი ამაგის კორპორატიული საღამო გაიმართა. კოლეჯის პროფესიულმა სტუდენტებმა წარმოადგინეს საკუთარი შემოქმედება. ღონისძიებაზე 70 კურსდამთავრებულს დიპლომები გადაეცათ. საღამოს ესწრებოდნენ, პროფესიული სტუდენტები, კურსდამთავრებულები, პროფესიული განათლების მასწავლებლები, ადმინისტრაციის თანამშრომლები და პარტნიორი ორგანიზაციიდან მოწვეული სტუმრები. ღონისძიების დასასრულს ტორტიც გაიჭრა.