დაიწყო ა(ა)იპ - პროფესიული უნარების სააგენტოს პროგრამების კვლევის, სტუდენტური სერვისებისა და ინკლუზიური განვითარების ხელშეწყობის ქვეპროგრამის „ექსტრაკურიკულური აქტივობების განვითარების ხელშეწყობის“ კომპონენტის ფარგლებში, ,,ციფრული ბანაკის“ პროექტის განხორციელება.
5 დღის მანძილზე პროექტის მონაწილე პროფესიული სტუდენტები სასტუმრო სოლო გრანდში ტრენინგებს დაესწრებიან თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების შესახებ.