შპს საზოგადოებრივ კოლეჯ ამაგს სტუმრობდა ქალაქ გორის N5 საჯარო სკოლის და მეჯვრისხევის საჯარო სკოლის მოსწავლეები. სკოლის მოსწავლეები დამეგობრებისა და ურთიერთ ინფორმაციის გაცვლის პროექტის ფარგლებში ეწვივნენ კოლეჯ ამაგს.
მოსწავლეები გაეცვნენ პროფესიულ პროგრამებს. საშუალება მიეცათ შეხვედროდნენ და ესაუბრათ დარგის სპეციალისტებთან, ჩაატარეს ცდები ლაბორატორიაში.
კოლეჯი ამაგი მუდმივად ზრუნავს ხელი შეუწყოს სკოლის მოსწავლეთა პროფესიულ ორიენტაციას და კარიერულ დაგეგმვას. კოლეჯი ამაგი მადლობას უხდის N 5 საჯარო სკოლას და მეჯვრისხევის საჯარო სკოლას სკოლის მოსწავლეებში პროფორიენტაციის ღონისძიებების აქტიური დაგეგმვისათვის.