დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლებმა შპს საზოგადოებრივი კოლეჯი ამაგის პროფესიულ სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. პროფესიული სტუდენტები გაეცნენ სახელმწიფო სერვისებს, დასაქმებისა და კარიერული გაძლიერების შესაძლებლობებს, რომლებსაც სააგენტო სთავაზობს.
საინფორმაციო შეხვედრაზე გაიმართა დისკუსია, პროფესიულ სტუდენტებს მიეცათ შესაძლებლობა ჩართულიყვნენ პროცესში და დაესვათ მათთვის საინტერესო კითხვები. სააგენტოს წარმომადგენლებმა პროფესიული სტუდენტებს მიმდინარე ვაკანსიები შესთავაზეს და დაარეგისტრირეს დასაქმების პორტალზე.