პროფესიული უნარების სააგენტოსა და გაეროს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროექტის - უნარების ეკოსისტემის ტრანსფორმაციის ფარგლებში, გაიმართა აგრარული მიმართულების პროფესიული მასწავლებლების ქსელის სამუშაო შეხვედრა დმანისში, შვეიცარულ აგრარულ სკოლა კავკასიაში.
შეხვედრას ესწრებოდნენ შპს საზოგადოებრივი კოლეჯი ამაგის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პროფესიული მასწავლებლები ზაქარია გინტური, მევლუდ კაპანაძე, გურამ ხოდელი.
მათ შესაძლებლობა ჰქონდათ დეტალურად გაცნობოდნენ შვეიცარულ აგრარულ სკოლა „კავკასიას“ ყველის ქარხნისა და ფერმის მოწყობას, იქ მუშაობისა და სწავლების სპეციფიკას.
აღნიშნული შეხვედრის ფარგლებში მასწავლებლებს მიეცათ საშუალება ერთმანეთისთვის გაეზიარებინათ ცოდნა, გამოცდილება და დარგში არსებული თანამედროვე მიდგომები, იმსჯელეს დარგის საჭიროებებსა და მომავალ პერსპექტივებზე.
შეხვედრაში მონაწილე მასწავლებლების მხრიდან გამოიკვეთა ერთმანეთისთვის პრაქტიკისა და ცოდნის გაზიარებისა და მსგავსი სამუშაო შეხვედრების ორგანიზების აუცილებლობა, რაც გააუმჯობესებს სწავლა-სწავლების ხარისხს და გახდება ახალი იდეების გენერირების საწინდარი.