კონფერენცია სამედიცინო სიახლეები ექიმებს
2023-10-13

12 და 13 ოქტომბერს  გორის და და კასპის მუნიციპალიტეტის ექიმებისათვის შპს საზოგადოებრივი კოლეჯი ამაგის შენობაში ჩატარდა სამეცნიერო კონფერენცია „ სამედიცინო სიახლეები ექიმებს (პედიატრია, ნუტრიცია)“. კონფერენციაზე საორგანიზაციო კომიტეტის თავჯდომარემ - პედიატრმა, ნუტრიციოლოგმა, მედიცინის აკადემიურმა დოქტორმა, თსსუ კლინიკის პროფესორმა ნინო  თოთაძემ  წარმოადგინა ამერიკის პედიატრთა ასოციაციის (AAP) რეკომენდაცია და კანადის პედიატრთა საზოგადოების მიერ დანერგილი უახლესი მიდგომები. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო ამავე კოლეჯის საექთნო განათლების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძრვანელმა, პედიატრმა მარიამ ჯოხაძემ. ყველა მონაწილეს გადაეცა სახელობითი სერტიფიკატი.