კოლეჯში დედამიწის დღე აღინიშნა
2023-04-21

საექთნო განათლების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის 2022 წლის მიღების პროფესიულმა სტუდენტებმა დედამიწის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩაატარეს, რომელსაც ესწრებოდა კოლეჯის დირექცია, პროფესიული სტუდენტები და მასწავლებელბი. მონაწილეებმა  წარმოადგინეს მსოფლიო ჯანმრთელობის დღის, დედამიწის დღის და  აშშ-ს გარემოს დაცვის სააგენტოს შესახებ ინგლისურენოვანიპრეზენტაციები და მცირე აქტივობით მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო მასშტაბების მქონე  ღონისძიებაში. სტუდენტებს  გადაეცათ სახელობითი სერტიფიკატებიც.

„დედამიწის დღე“ საერთშორისო დღეა, რომელიც ყოველწლიურად აღინიშნება 22 აპრილს და მასში ჩართულია მსოფლიოს 200 მეტი ქვეყნის 175000 ორგანიზაცია.