ჰოსპისის ფერისცვალების ტრენერებმა, წმიდა იოანე მოწყალის საქველმოქმედო ცენტრის მომავალი გუნდის წარმომადგენლებისთვის დაასრულეს თეორიული სასწავლო კურსი. კოლეჯმა გზა დაულოცა კურსდამთავრებულებს და წარმატება უსურვა წმიდა იოანე მოწყალის საქველმოქმედო ცენტრის მომავალი გუნდის წევრებს. ჩვენი კურსდამთავრებულები მომავალ ეტაპს რეალურ სამუშაო გარემოში გაატარებენ და შესაძლებლობა ეძლევათ გაიუმჯობესონ უნარები. ფერისცვალების ჰოსპისის დირექტორმა მარიამ ფალავანდიშვილმა კოლეჯს და კოლეჯის წარმომადგენლებს მადლობის სიგელები გადასცა.
2023-04-20