საზოგადოებრივ კოლეჯ "ამაგში" ახალი სასწავლო წელი დაიწყო
2013-09-20

წელს პირველად საზოგადოებრივმა კოლეჯმა "ამაგმა" მიიღო პროფესიული სტუდენტები. ახალი სასწავლო წლის დაწყება საზეიმოდ აღინიშნა კოლეჯის ადმინისტრაციამ. პროფესიულ სტუდენტებს სიტყვით მიმართეს საზოგადოებრივი კოლეჯის დამფუძნებლებმა, კოლეჯის დირექტორმა, მედიცინის დოქტორმა ეკატერინე სუხიშვილმა და პროფესორ მასწავლებლებმა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო კორეოგრაფიული ანსამბლის "კელაპტარის" საკონცერტო პროგრამა.