30 იანვარს პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ ორგანიზებულ იქნა სამუშაო შეხვედრა ჯანდაცვის და სოფლის მეურნეობის, მეტყევეობის, მეთევზეობის, ვეტერინარიის პროფესიული პროგრამების მიმართულებით. შეხვედრას ესწრებოდნენ კოლეჯი ამაგის დირექტორის მოადგილე სოფიო სუხიშვილი, ხარისხის მენეჯერი ნინო დვალი, დენტალური საქმის ასისტირების (სტომატოლოგის ასისტენტი) პროფესიული პროგრამის ხელმძღვანელი ირინა ბერკაცაშვილი და ვეტერინარიის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი - ზაქარია გინტური.
მიმდინარე წელს პროფესიული უნარების სააგენტო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და დარგობრივი უნარების ორგანიზაციების ჩართულობით, ახორციელებს პროფესიული კვალიფიკაციების განვითარებასა და გადახედვას.