25 იანვარს შპს საზოგადოებრივი კოლეჯი ამაგში ჩატარდა თვითმმართველობის პრეზიდენტის არჩევნები. არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 52 მა პროფესიულმა სტუდენტმა. 3 კანდიდატიდან ხმათა უმრავლესობით (34 ხმა) არჩევნებში გაიმარჯვა და თვითმმართველობის პრეზიდენტი გახდა 2022 წელს ფარმაცია (სააფთიაქო) პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პროფესიული სტუდენტი - მაია გამხუაშვილი. წარმატებას ვუსურვებთ მაიას.
2023-01-25