29 დეკემბერს გაიმართა 2022 წლის შემაჯამებელი ღონისძიება საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის მიერ. დაგეგმილ კორპორატიული საღამოს ესწრებოდნენ საქართველოს მასშტაბით პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები, პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალური დირექტორი − თამარ ქიტიაშვილი, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე-კახაბერ ერაძე. ცერემონიალზე გამოვლინდნენ "პროფესიული განათლების ჯილდო 2022 წლის " ღირსეული კანდიდატები. 2022 წელი პროფესიული კოლეჯებისათვის იყო გამოწვევებით სავსე. მათ ღირსეულად გაართვეს თავი.საზოგადოებრივი კოლეჯი ამაგი მადლობას უხდის საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის გამგეობას ღონისძიების ორგანიზებისათვს.
2022-12-30