ხარისხის მენეჯერი აშშ-ს ღონისძიებაზე
2022-12-27

23 დეკემბერს კოლეჯი ამაგი მიწვეულ იქნა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე. კოლეჯმა 2022 წელს წარმატებით გაიმარჯვა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს დაფინანსებითა და არასამთავრობო ორგანიზაცია Land O’Lakes Venture37 ის ორგანიზებულ პროექტში. კოლეჯს გადაეცა ვეტერინარული ექოსკოპიის აპარატი, რომელიც ხელს შეუწყობს პროფესიული სტუდენტების პრაქტიკული უნარების განვითარებას თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. კოლეჯი ამაგი მადლობას უხდის ორგანიზაცია Land O’Lakes Venture37 ს და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს პროფესიულ განათლების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის.