13 დეკემბერს შპს საზოგადოებრივი კოლეჯი ამაგის დამფუძნებელი ეკატერინე სუხიშვილი და პერსონალის მართვის მენეჯერი ანა ქოთოლაშვილი ესწრებოდნენ ქალაქ გორში გამართულ დასაქმების ფორუმს. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ როგორც ქსელური ბრენდები, ასევე ადგილობრივი მცირე და საშუალო საწარმოების წარმომადგენლები. ჯამში 30-მდე კომპანიას სამუშაოს მაძიებლებისთვის 500-ზე მეტი სამუშაო ადგილი ჰქონდა წარმოდგენილი. ფორუმი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს, შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულისა და გორის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, პროექტის „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ მხარდაჭერით ჩატარდა.
2022-12-15