სტუდენტები კომპანია ჩირინას ეწვივნენ
2022-12-06

5 დეკემბერს საზოგადოებრივი კოლეჯი ამაგის ვეტერინარიის საგანმანათლებლო პროგრამის პროფესიული სტუდენტები პროგრამის განმახორციელებლებთან ერთად იმყოფებოდნენ გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ მარტყოფში და გამარჯვებაში,  კომპანია ჩირინას კომპლექსში.

მეფრინველეობის კომპლექსში პროფესიული სტუდენტები გაეცვნენ საწარმოო პროცესს, ფრინველის გამოზრდას, საკარანტინო ღონისძიებებს, ფრინველის კვებას და საკვების დამზადების ტექნოლოგიას. სტუდენტები გაეცვნენ ვეტერინარული სამსახურის და ვეტ ლაბორატორიის სამუშაო აღწერილობას, ფრინველის დაკვლის წინა და დაკვლის პროცესის მონიტორინგს. კოლეჯი მადლობას უხდის შპს ჩირინას თანამშრომლობისთვის.