2,3,4 დეკემბერს პროფესიული უნარების სააგენტო Skills Agency Georgia-ს ორგანიზებით, ჩატარდა ტრენინგი თემაზე სწავლა-სწავლების თანამედროვე მიდგომები პროფესიულ განათლებაში და პროფესიული სტუდენტების მიღწევების შეფასება. ტრენინგში მონაწილეობა მიიღო კასპის პროფესიული კოლეჯის და შპს საზოგადოებრივი კოლეჯი ამაგის პროფესიული განათლების მასწავლებელმა. 3 დღიანი შეხვედრის ფარგლებში, განხილული იყო ისეთ საკითხები, როგორებიცაა: შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისი პროფესიული განათლების მიზნები და კომპეტენციები; კომპეტენციებზე დაფუძნებული სასწავლო პროცესის დაგეგმვა ჰოლისტური მიდგომების გამოყენებით; სასწავლო პროცესის დაგეგმვა, განხორციელება და შეფასება ჰოლისტური მიდგომების გამოყენებით, შებრუნებული საკლასო ოთახის კონცეფცია; შეფასების ტრადიციული და ინოვაციური მიდგომები; შეფასების ინსტრუმენტის შექმნა, მასში ცვლილებების შეტანა, ცვლილებების ინიცირება; შეფასების პროცესი, ინსტრუმენტის შექმნა, შეფასების შედეგების დოკუმენტირება, ანალიზი. საბოლოოდ, ტრენინგზე მიღებული ცოდნა დაეხმარება ჩვენს პროფესიული განათლების მასწავლებლებს სწავლების პროცესის ეფექტურად წარმართვასა და შედეგზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნაში!
2022-12-05