კოლეჯებს შორის სასწავლო/გაცნობითი ვიზიტები
2022-11-25

 პროექტის  „ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების“ (LINKS)  ფარგლებში  ევროკავშირის დაფინანსებით, „საქართველოს გაეროს ასოციაციისა“ (UNAG),  „საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის“ (OSGF)  და შიდა ქართლის რეგიონში პროექტის პარტნიორი ორგანიზაცია - საზოგადოება „ბილიკის“ მიერ  24  ნოემბერს განხორციელდა  აჭარისა და გურიის პროფესიული სასწავლებლების წარმომადგენლების სასწავლო/გაცნობითი ვიზიტი ქვემო ქართლისა და შიდა ქართლის პროფესიულ სასწავლებლებში. პროექტს უმასპინძლა საზოგადოებრივმა კოლეჯმა ამაგმაც.  25 ნოემბერს ამავე პროექტის ფარგლებში, კოლეჯი ამაგის  ხარისხის მენეჯერი და სასწავლო პროცესის მენეჯერი კოლეგებთან ერთად  ესტუმრნენ  ქვემო ქართლის პროფესიულ კოლეჯებს და გაეცვნენ მათი მუშაობის პრინციპებს.