საერთაშორისო ექსპერტი სტუმრად კოლეჯში
2022-11-25

24 ნოემბერს, შპს საზოგადოებრივი კოლეჯი ამაგს ესტუმრა ჯანმრთელობის საერთაშორისო ექსპერტი, თერაპევტ-ქირურგი, ნუტრიციოლოგია - დიეტოლოგიის, უჯრედის ფუნქციონალაღდგენის, ქრონიკული დაავადებებისა და უცნობი ეტიოლოგიის ტესტირების სპეციალისტი, სამედიცინო ჟურნალისტიკის სამგზის პროფესიონალის მფლობელი, ნოვოსიბირსკის სამეცნიერო აკადემიის ექსპერტი და საფირის ლიდერი ქალბატონი მარიკა საღინაძე. შეხვედრაზე მომხსენებელმა ისაუბრა ისეთი თემებზე, როგორიცაა 26 000 დაავადების წარმოშობა, ფიტოთერაპიული მიდგომა სარეაბილიტაციო და საპრევენციო მედიცინაში, ენდემური პროდუქტები ქართველი ადამიანის ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და აღდგენისთვის, როგორ დავიცვათ თავი ქიმიური პრეპარატების გვერდითი მოვლენებისგან, რომელი სიმპტომი რომელ დაავადებაზე მიგვითითებს.  შეხვედრას ესწრებოდნენ კოლეჯის პროფესიული განათლების მასწავლებლები და პროფესიული სტუდენტები.