18-20 ნოემბერს შპს საზოგადოებრივ კოლეჯ ამაგში განხორციელდა პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტი სახელწოდებით „ტრანსფერული უნარების განვითარება დასაქმების ხელშეწყობისათვის”. პროექტის ძირითადი მიზანია, პროფესიულმა სტუდენტებმა, ექსტრაკურიკულურ აქტივობებში მონაწილეობით განავითარონ ტრანსფერული უნარები, რომლებიც დაეხმარებათ მათ წარმატებით დასაქმებაში. პროექტის განხორციელებაში ჩართულები არიან სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაცია, შპს კოლეჯი ორიენტირი და შპს საზოგადოებრივი კოლეჯი ამაგი. პროექტის პირველი ნაწილი, განხორციელდა ქალაქ გორში სადაც პროექტში ჩართულები იყვნენ კოლეჯი ამაგის 15 პროფესიული სტუდენტი.