პოეზიის საღამო კოლეჯში
2022-11-18

17 ნოემბერს საზოგადოებრივ კოლეჯ ამაგში ჩატარდა პოეზიის საღამო ვეტერინარიის პროფესიული პროგრამის პროფესიულმა სტუდენტმა გიორგი მირაზანაშვილმა წაიკითხა საავტორო ლექსები.

გიორგი მირაზანაშვილი 2021 წელს ჩაირიცხა  საზოგადოებრივ კოლეჯ ამაგში,  ვეტერინარიის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე.  ლექსების აქტიურად წერა 2022 წლის მარტიდან დაიწყო და ამ დრომდე 30-მდე საავტორო ლექსი აქვს. პოეზიის საღამოს ესწრებოდნენ კოლეჯი ამაგის დირექტორი ქალბატონი რუსუდან სუხიშვილი, პროფესიული განათლების მასწავლებლები  და პროფესიული სტუდენტები. გიორგი მირაზანაშვილის ლექსები წაიკითხეს კოლეჯის თვითმმართველობის წევრებმა.