შპს საზოგადოებრივი კოლეჯი ამაგი მჭიდროდ თანამშრომლობს შპს აღმოსავლეთ საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრთან. კოლეჯი ამაგის ორგანიზებით განხორციელდა საქველმოქმედო აქცია სურამში, შპს აღმოსავლეთ საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში, სადაც ბენეფიციარებს გადაეცათ კოლეჯი ამაგის პროფესიული სტუდენტებისა და პროფესიული განათლების მასწავლებელთა აქტიური მონაწილეობით ტკბილეული, ტანსაცმელი და საყოფაცხოვრებო ნივთები. კოლეჯი ამაგი მადლობას უხდის შპს აღმოსავლეთ საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრს თანამშრომლობისათვის.
2022-11-12