ვაკანსია კოლეჯში
2022-11-02

შპს საზოგადოებრივი კოლეჯი ამაგი აცხადებს  კონკურსს 2022 წლის 03 ნოემბრიდან ვეტერინარიის  პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამაზე  1 (ერთ) ვაკანტურ ადგილს შემდეგი მოდულების წასაკითხად:

  • „პათოლოგია“
  • „ინფექციის კონტროლის საფუძვლები 1“

 კონკურსანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  • უნდა გააჩნდეს უმაღლესი განათლება ან პროფესიული განათლების მეხუთე საფეხურის კვალიფიკაცია იმ სფეროში, რომელ პროფესიულ მოდულსაც ახორციელებს, ან გააჩნია სამუშაო გამოცდილება იმ სფეროში, რომელ პროფესიულ მოდულს/მოდულებსაც ახორციელებს.
  • უნდა გააჩნდეს ვეტერინარის კვალიფიკაცია; 
  • ფლობდეს კომპიუტერულ  პროგრამებს (სასურველია):

      MS word (დამაკმაყოფილებელი),

      MS Power Point (დამაკმაყოფილებელი).

კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ბ)განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ან სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

საბუთების მიღება იწარმოებს როგორც კოლეჯის შენობაში (ქ. გორი, ცხინვალის გზ. 9) ასევე ელექტრონულად კოლეჯის ოფიციალურ ფოსტაზე: info@amagi.edu.ge  2022 წლის 09 ნოემბრის  ჩათვლით. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0370 27 05 57;