მსოფლიო ვებინარი Erasmus+ პროგრამის ფარგლებში
2022-10-28

საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ინფორმაციის თანახმად, 2022 წლის 7-8-10 ნოემბერს ევროკომისია და ევროპის განათლებისა და კულტურის აღმასრულებელი სააგენტო აწყობს მსოფლიო ვებინარს, Erasmus+ პროგრამის ფარგლებში არსებული შესაძლებლობებისა და მისი გლობალური განზომილების შესახებ. ვებინარის ყოველ სესიაზე იქნება პრეზენტაცია, რასაც მოჰყვება კითხვა-პასუხი Slido ჩატის საშუალებით. დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ეწვიეთ ბმულს, სადაც მოცემულია დღის წესრიგი და რეგისტრაციის ინსტრუქცია.

https://erasmus-plus.ec.europa.eu/event/erasmus-world-wide-webinar