შპს საზოგადოებრივი კოლეჯი ამაგი აცხადებს კონკურსს შპს საზოგადოებრივი კოლეჯი ამაგის ბიბლიოთეკარის ვაკანტურ პოზიციაზე 2022 წლის 26 ოქტომბრიდან.
კონკურსანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
მინიმუმ სრული ზოგადი განათლება და შესაბამისი სერთიფიკატი
კანონმდებლობის ცოდნა:
საქართველოს კონსტიტუცია;
„პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი;
შრომის კოდექსი;
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავი;
სერთიფიკატი საბიბლიოთეკო საქმეში;
საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (სამომხმარებლო დონეზე).
სხვა მოთხოვნები:
- სასურველია პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტების ცოდნა;
- სასურველია ელექტრონული საბიბლიოთეკო პროგრამა OpenBiblio - ში მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია ინგლისურის ცოდნა A2 დონეზე;
კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) CV;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
დ) სერთიფიკატი საბიბლიოთეკო საქმეში.
საბუთების მიღება იწარმოებს როგორც კოლეჯის შენობაში (ქ. გორი, ცხინვალის გზ. 9) ასევე ელექტრონულად კოლეჯის ოფიციალურ ფოსტაზე: info@amagi.edu.ge 2022 წლის 01 ნოემბრის ჩათვლით. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0370 27 05 57;