პროექტის „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში - SQIL“ ფარგლებში მიმდინარე წლის 1-10 აგვისტოს განხორციელდა ვეტერინართა 10 დღიანი საველე პრაქტიკა. პროექტი სტუდენტებს დაეხმარა მესაქონლეობის, ვეტერინარიისა და სურსათის უვნებლობის სფეროსთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან თემებზე პრაქტიკული ცოდნის მიღებაში. აღნიშნული საველე პრაქტიკის ფარგლებში განიხილეს ისეთი თემები, როგორიცაა: ფერმის ჰიგიენა, საქონლის დაავადებები, საქონლის კვება-გამოზრდა, წველა და წველის ჰიგიენა, რძის გადამუშავება და სხვა. ამავდროულად სტუდენტები სრულად იყვნენ ჩართულები ყველა პრაქტიკულ სამუშაოში. კოლეჯი ამაგიდან დასკვნით ღონისძიებას ესწრებოდა დირექტორის მოადგილე სოფიო სუხიშვილი. პროექტის ფარგლებში სერტიფიკატები გადაეცათ პროექტის მონაწილე პროფესიულ სტუდენტებს გიორგი კობერიძეს და ნინო ხაბაზიშვილის.
2022-10-13