ტრენინგი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის
2022-10-03

26 სექტემბრიდან 30 სექტემბერის ჩათვლით, სურსათის ეროვნული სააგენტო და ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორანიზაცია WOAH (წარსულში OIE) წარმომადგენლობით გაიმართა სემინარი, რომელზეც მოხდა საქართველოში არსებული პროფესიული სასწავლებლების სასწავლო სისტემის შედარება “WOAH”-ს სტანდარტებთან, მათი სამომავლო გაუმჯობესებისა და დაახლოების მიზნით.

შეხვედრას უხელმძღვანელა ვეტერინარ ტექნიკოსთა სასწავლო სისტემის ექსპერტმა აშშ-დან ქალბატონ ჰელენ ჰიზერმა რომელმაც გააცნო ჩვენს მონაწილეებს „WOAH”-ის სტანდარტები ვეტერინარ ტექნიკოსთა კურიკულუმების მიმართულებით. 5 დღის მანძილზე საქართველოს კოლეჯების წარმომადგენლებმა იმუშავეს და შეადარეს საქართველოში არსებული და ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი სტანდარტები. გამოავლინეს სტანდარტის სუსტი და ძლიერი მხარეები. იმსჯელეს სამომავლოდ მისი გაუმჯობესების გზებზე. კოლეჯი ამაგს წარმოადგენდნენ ხარისხის მენეჯერი ნინო დვალი და ვეტერინარიის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი ზაქარია გინტური. სემინარის დასრულების შემდეგ, კოლეჯი ამაგის წარმომადგენლებს გადაეცათ სერტიფიკატები