აპლიკანტთა საყურადღებოდ
2022-09-27

აპლიკანტებო, vet.emis.ge-ზე საბოლოო არჩევანის გაკეთებას შეძლებთ მხოლოდ 29-30 სექტემბერს. მნიშვნელოვანია ის, რომ მონიშვნას აკეთებს ყველა აპლიკანტი ვინც 1 ზე მეტ პროფესიულ პროგრამაზე იყო დარეგისტრირებული. ვინც იყო მხოლოდ 1 პროგრამაზე და 1 კოლეჯში დარეგისტრირებული, მას არ ეხება მონიშვნა. თუ მონიშვნას არ გააკეთებთ, სამწუხაროდ ვერ ჩაირიცხებით, თქვენი ადგილი გათავისუფლდება და გადაეცემა რეიტინგში თქვენს შემდეგ აპლიკანტს. გისურვებთ წარმატებას!