1. საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს მიერ პროფესიული განათლების კანონში შეტანილი ცვლილებებით : ერთიანი ეროვნული გამოცდების ზოგადი უნარების ტესტის შედეგების დაკმაყოფილების ბარიერი მოიხსნა, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხვა განხორციელდება შემდეგი წესით:
ა) II-III საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამაზე (ექთნის თანაშემწე, ხილ - ბოსტნეულის ტექნოლოგი, ინფორმაციული ტექნოლოგი, კბილის ტექნიკოსი, ბუღალტერი, საბაჟო დეკლარაციის სპეციალისტი) შეიძლება ჩაირიცხოს პირი ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის (9 კლასის) დაძლევის საფუძველზე.
ბ) IV-V საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამაზე (ბუღალტერ ტექნიკოსი, კბილის ტექნიკოსი, ფარმაცევტის თანაშემწე) შეიძლება ჩაირიცხოს პირი საშუალო საფეხურის (12 კლასის) დაძლევის საფუძველზე.
გ) მასაჟისტის სპეციალობაზე მინიმალური ასაკი 18 წელის დაკმაყოფილების საფუძველზე.