შპს საზოგადოებრივი კოლეჯი ამაგი აცხადებს კონკურსს 2022 წლის 05 აგვისტოდან შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პოზიციაზე.
კონკურსანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
- უნდა გააჩნდეს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებული პროგრამის ფარგლებში გაცემული სერტიფიკატი;
- უნდა გააჩნდეს შრომის უსაფრთხოების სფეროში მუშაობის გამოცდილება.
კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებული პროგრამის ფარგლებში გაცემული სერტიფიკატი;
- ცნობა შრომის უსაფრთხოების სფეროში მუშაობის გამოცდილების შესახებ.
საბუთების მიღება იწარმოებს როგორც კოლეჯის შენობაში (ქ. გორი, ცხინვალის გზ. 9) ასევე ელექტრონულად კოლეჯის ოფიციალურ ფოსტაზე: info@amagi.edu.ge 2022 წლის 05 სექტემბრის ჩათვლით. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0370 27 05 57;