არასამთავრობო ორგანიზაცია "ჰელფინგ ჰენდ"-მა განათლების სამინისტროსთან ერთად მოზარდებისა და ახალგაზრდებისთვის განახორციელა საგანმანათლებლო და სოციალური პროექტი “ციფრული ტექნოლოგიები სოციალური გამოწვევების საპასუხოდ საქართველოში”. პროექტის მიზანი იყო ახალგაზრდებში იმ ციფრული უნარების განვითარება, რომელიც მათ მომავალში სოციალური ცვლილებების მიღწევასა თუ დეზინფორმაციის იდენტიფიცირებაში დაეხმარება. პროექტში ჩართულები იყვნენ საზოგადოებრივი კოლეჯი ამაგის პროფესიული სტუდენტებიც, რისთვისაც კოლეჯს გადაეცა სერტიფიკატი აღნიშნულ საქმეში შეტანილი წვლილისათვის.
2022-08-04