შეხვედრა მასწავლებლის სახლში
2013-07-12

2013 წლის 5 ივლისს მასწავლებელთა სახლისა და საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციამ  ჩაატარა სამუშაო შეხვედრა სილაბუსებთან დაკავშირებით. შეხვედრას 40-ზე მეტი კერძო და საჯარო კოლეჯის წარმომადფგენელი დაესწრო. სამუშაო შეხვედრაზე კერძო და საჯარო კოლეჯებმა წარმოადგინეს თავიანთი სილაბუსების ნიმუშები. შეხვედრის ბოლოს მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ შეიმუშავებენ სილაბუსის სარეკომენდაციო ფორმას და განმარტებებს, რომელიც მოიცავს ყველა აუცილებელ კომპონენტს. ეს ფორმა შეთანხმებისათვის მიეწოდება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და დაინერეგება პრაქტიკაში.