პროექტის ფარგლებში კოლეჯს ექოსკოპიის აპარატი გადაეცა
2022-07-20

საგრანტო პროგრამის ფარგლებში კოლეჯმა ამაგი წარადგინა პროექტი ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) მიერ დაფინანსებულ და Land O’Lakes International Development Georgia (Venture 37)-ის მიერ განხორციელებული პროექტის „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში“ (SQIL).  პროექტის მიზანია, საქართველოში საქონლის ხორცისა და რძის პროდუქტების წარმოების გაზრდა და ბაზრებზე ხელმისაწვდომობის ამაღლება. პროექტის ფარგლებში კოლეჯს გადაეცა ექოსკოპიის აპარატი, რომელიც უზრუნველყოფს მსხვილფეხა ცხოველის დიაგნოსტირებას. პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამა ვეტერინარიას შეემატა ახალი სასწავლო დანადგარი, რაც ხელს შეუწყობს მომავალი თაობის ახალი ტექნოლოგიების დაუფლებას შპს საზოგადოებრივი კოლეჯი ამაგი ყველა პროექტში მონაწილეს მადლობას უხდის მოცემული შესაძლებლობისთვის.